მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა „ბარსელონასთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ბედნიერია, რომ გუნდში რობერტ ლევანდოვსკი და ტომას მიულერი ჰყავს.
„ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშეთ და ეს გახდა წარმატების გასაღები. თავსაც კარგად ვიცავდით. გვქონდა პრობლემები თავიდან, 7-8 წუთის განმავლობაში, საკმარისად თამამად ვერ დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ გარკვეული შესწორებები შევიტანეთ თამაშში. მიულერი და ლევანდოვსკი? წარმოუდგენლად ბენდიერი ვარ, რომ ორივე ეს ფეხბურთელი მყავს“, - თქვა ნაგელსმანმა.
შეგახსენებთ, „ბაიერნი“ მეორე ტურში 29 სექტემბერს, კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს, ხოლო „ბარსელონა“ ლისაბონის „ბენფიკას“ ესტუმრება.