სხვა

3:36 | 15.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვიტორ ბელფორტი: ოსკარ დე ლა ჰოია ახლა მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი კაცია

UFC-ს ქვემძიმე წონაში ყოფილი ჩემპიონი ვიტორ ბელფორტი, ბრძოლას ოსკარ დე ლა ჰოიასთან გეგმავდა, მაგრამ ამას კორონავირუსი შეეყარა და საჩვენებელ შეხვედრაში მონაწილეობაზე ხელი აიღო. ბელფორტთან საჩხუბრად, რინგზე 58 წლის ევანდერ ჰოლიფილდი ავიდა და სასტიკი მარცხი იწვნია.

მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის ასაკის გამო, კალიფორნიის ათლეტთა კომისიამ, მას ლიცენზია არ მისცა. და შეხვედრა ლოს ანჯელესის ნაცვლად, ფლორიდაში ჩატარდა. მისი მოგების შემდეგ ბელფორტმა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქება მოისმინა და დე ლა ჰოიაზე განაცხადა, ეგ კაცი, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერია, რადგან ჩემთან შეხვედრას გადაურჩაო.

„ის ახლა პლანეტაზე უბედნიერისი კაცია. ხომ ნახეთ, რაც მოხდა“, - განაცხადა 44 წლის ბელფორტმა, ვისაც ჰოლიფილდამდე, პროფესიონალურ რინგზე მხოლოდ ერთი ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული.

დე ლა ჰოია 48 წლისაა, ჰოლიფილდზე 10 წლით უმცროსი, მაგრამ მძიმე წონის მეტოქე არასდროს ჰყოლია. და საჩვენებელი ბრძოლისადმი ყურადღების მისაქცევად, თავისზე დიდი ზომის მეტოქე აირჩია. და როგორც ბელფორტი მიგვანიშნებს, ოქროს ბიჭი გალახვას გადაურჩა...

0.110096