ლონდონის “ჩელსის” ესპანელი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი კატალონიაში გასამართ რეფერენდუმს ეხმაურება და აცხადებს, რომ თავს კატალონიელად მიიჩნევს, მაგრამ არც ესპანეთის საწინააღმდეგო აქვს რამე.
“თავს კატალონიელად ვგრძნობ, მაგრამ მხარს ესპანეთსაც ვუჭერ. მესმის, რომ ეს საკითხი ბევრს აწუხებს, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს თემა აქტუალურია.
კატალონიური და ბასკური წარმოშობის არაერთ ფეხბურთელს ესპანეთის ნაკრების მაისურით თამაში მოსწონს. სპორტში, ყველანი ესპანელები ვართ. სპორტისა და პოლიტიკის ერთმანეთში არევა ძალიან ცუდია.
კატალონიაში დავიბადე, მაგრამ ესპანური პასპორტი მაქვს და ჩემი ქვეყანა მიყვარს. ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშით ვამაყობ.” – აცხადებს ფაბრეგასი 9 ოქტომბერს გასამართ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ, კიდევ ერთმა კატალონიური წარმოშობის ესპანელმა ფეხბურთელმა, ხერარდ პიკემ კატალონიის დამოუკიდებლობას მხარი საჯაროდ დაუჭირა.