ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის „მალმიოსთან“ პირველი ტურის მატჩის წინ, „იუვენტუსის“ თავკაცმა, მასიმილიანო ალეგრიმ, გუნდის მთავარი მიზანი დაასახელა მიმდინარე გათამაშებაში.
„მალმიოსთან“ მატჩში, ცხადია, ფავორიტად „იუვენტუსი“ ითვლება. ბოლო 5 წელიწადში ჩვენ ხომ ამ ტურნირის ორი ფინალი ვითამაშეთ. სადღაც არ გაგვიმართლა, მაგალითად, „ბაიერნთან.“
კლუბის პრეზიდენტს უკვე ვესაუბრე და დამეთანხმა, რომ მიმდინარე გათამაშებაში მთავარი მიზანი მეოთხედფინალში გასვლა იქნება, შემდეგ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ამჯერად ფავორიტებად არ ვითვლებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტურნირის მოგება არ გვინდა.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Football Italia.
„მალმიო“ – „იუვენტუსის“ მატჩი დღეს, 14 სექტემბერს გაიმართება „ელედას“ სტადიონზე და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.