ფეხბურთი

11:26 | 13.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად "მილანმა" 3-მატჩიანი მოგებათა სერიით ზედიზედ ორი სეზონი დაიწყო

„მილანმა“ სეზონი კარგად დაიწყო და სერია A-ს მესამე ტურში რომის „ლაციოს“ 2:0 მოუგო. „როსონერის“ სეზონის სტარტზე მიჯრით სამი გამარჯვება აქვს მოპოვებული და Opta-მ საინტერესო სტატისტიკა გაავრცელა.

როგორც გაირკვა, „მილანმა“ ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში სტარტზე სამი გამარჯვება ისტორიაში პირველად მოიპოვა. სტეფანო პიოლის გუნდმა გასულ სეზონში „ბოლონია“ (2:0), „კროტონე“ (2:0) და „სპეცია“ (3:0) დაამარცხა, ხოლო ამჯერად „სამპდორიას“ (1:0), „კალიარის“ (4:1) და „ლაციოს“ (2:0) მოუგო.

„მილანი“ სერია A-ს 9 ქულით „ნაპოლისთან“ და „რომასთან“ ერთად ლიდერობს, მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ ჩაატარებს, ხოლო იტალიის ჩემპიონატში 19 სექტემბერს, „იუვენტუსს“ ესტუმრება.

0.122589