ფეხბურთი

12:00 | 12.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუიზი სამშობლოში დაბრუნდა

ვეტერანი ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუიზი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ფლამენგოში“ გააგრძელებს. ბრაზილიურმა კლუბმა გამოცდილ ფეხბურთელს კონტრაქტი 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაუფორმა.

დავიდ ლუიზი თავისუფალი აგენტი იყო და „ფლამენგოს“ უფასოდ შეუერთდა, მან 23-ნომრიანი მაისური მოირგო. 34 წლის ფეხბურთელი ბრაზილიაში 14 წლის შემდეგ დაბრუნდა, როდესაც „ვიტორიას“ ღირსებას იცავდა.

დავიდ ლუიზმა ევროპაში 14 წლის განმავლობაში „ბენფიკას“, „ჩელსის“, „პარი სენ ჟერმენისა“ და „არსენალის“ რიგებში თამაშობდა, ბრაზილიის ნაკრებში კი 2010-2017 წლებში 57 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

0.116252