კალათბურთი

2:03 | 12.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინმა ახალი სეზონი "რეალთან" 21 ქულით დაიწყო

ესპანეთში ახალი საკალათბურთო სეზონი გაიხსნა და სუპერთასის ნახევარფინალში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა. ქართველმა ცენტრმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა, მაგრამ მისი გუნდი დაძაბულ ბრძოლაში 70:72 დამარცხდა.

არადა, „ტენერიფემ“ კარგად დაიწყო და პრაქტიკულად მთელი მატჩი წინ იყო, მაგრამ ბოლოს სადავეები ხელიდან გაექცა და მარცხი განიცადა. გადამწყვეტი ბოლო პერიოდი იყო, რომელიც „რეალმა“ 24:17 მოიგო.

შერმადინმა 25:15 წუთში 21 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 21-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

აქვე გეტყვით, რომ მადრიდის „რეალი“ სუპერთასის ფინალში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, რომელმაც „ვალენსიას“ 87:68 აჯობა.

0.111226