ფეხბურთი

22:23 | 11.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის კიდევ ერთი რეკორდი დაამხო

ბუნდესლიგის მე-4 ტურის მატჩში, „ბაიერნმა“ „ლაიპციგს“ სტუმრად 1:4 მოუგო. ანგარიში მე-12 წუთზე პენალტით რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა. ამისდაკვალად, ეს პოლონელის „ბაიერნის“ მაისურით ყველა ტურნირში ზედიზედ მე-17 მატჩში გატანილი გოლი გამოდგა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

მანამდე ლევანდოვსკი რეკორდს აწგანსვენებულ გერდ მიულერთან იყოფდა, რომელმაც 1969-70 წლებში ზედიზედ 16 მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა.

შეგახსენებთ, რომ პოლონელმა გასულ სეზონში მიულერის მთავარი რეკორდი გააუმჯობესა. ბუნდესლიგაში 41 ბურთი გაიტანა და მიულერის 49 წლის მანძილზე არსებული რეკორდი დაამხო.

0.121368