ძიუდო

19:12 | 10.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერაზადიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წააგო

ძიუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გიორგი შერაზადაშვილს ერთი ნაბიჯი დააკლდა ბრინჯაოს მედლამდე.

81 კგ წონით კატეგორიაში მან ზედიზედ სამი გამარჯვება იპონით მოიპოვა. მან კვიპროსელი ოდისეას გეორგაკისი, ბელგიელი იარნ დუიკი და ისრაელის ნაკრების წევრი ეტუ იჰანამაკი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. თუმცა, ეს მაქსიმუმი გამოდგა და რუს იბრაგიმგაჯი სულეიმანოვთან იპონით წააგო, ხოლო მერე ბრინჯაოს მედლისთვის კიდევ ერთ რუს ძიუდოისტ დანილ დრანოვსკისთან ვერაფერი გააწყო და ისევ იპონით დამარცხდა.

დღესვე, ქალთა შორის ნინო გულბანმა (70 კგ) იასპარეზა, მაგრამ პირველივე წრეში ევროპირველობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ყულაბაში ამ დროისთვის ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) მოიპოვა.

0.109825