ჩოგბურთი

2:24 | 10.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიმ კლაისტერსი დასაბრუნებლად ემზადება

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბელგიელი კიმ კლაისტერსი სპორტში დასაბრუნებლად ემზადება. როგორც თავად განაცხადა, ჩიკაგოს ტურნრზე უაილდ ქარდით მიიწვიეს და დაბრუნებას სწორედ მასზე გეგმავს. WTA 500-ის ტურნირი 27 სექტემბერს დაიწყება.

„მადლობა ჩიკაგოს ტურნირს უაილდ ქარდისთვის. ერთი სული მაქვს, როდის ვეწვევი ჩიკაგოს პირველად და როდის დავუბრუნდები ტურს“, - ამბობს კლაისტერსი, ვინც ბოლოს შარშან, აშშ-ის ღია პირველობაზე ითამაშა.

38 წლის კლაისტერსი ამ სეზონში, მიამის WTA 1000-ის ტურნირზე გამოსვლას გეგმავდა, მაგრამ განაცხადა, რომ ჯერ მზად არ იყო და თამაშისგან თავი შეიკავა. კლაისტერსმა შარშან ოქტომბერში მუხლის ოპერაცია გაიკეთა, იანვარში კი კორონავირუსით დაავადდა, რამაც მისი სავარჯიშო რიტმი დაარღვია.

კლაისტერსი სამი შვილის დედაა. ის მეორედ ჩოგბურთს 2020 წლის თებერვალში დაუბრუნდა. ბოლოს კი ფლეშინ მედოუსზე ითამაშა, სადაც პირველივე წრეში, რუს ეკატერინა ალექსანდროვასთან დამარცხდა.

კლაისტერსმა აშშ-ის ღია პირველობა 2005 წელს მოიგო, ორი სეზონის შემდეგ კი კარიერა დაასრულა. 2009 წელს კორტს დაუბრუნდა და აშშ-ის ღია პირველობა, რომელზეც უაილდ ქარდით ითამაშა, მეორედ მოიგო. არადა, დაბრუნების შემდეგ, ეს მისი მხოლოდ მესამე ტურნირი იყო. მომდევნო სეზონში მან ტიტული დაიცვა, 2011 წელს კი ავსტრალიის ღია პირველობაზე გაიმარჯვა.

2012 წელს მან კიდევ ერთხელ დაასრულა კარიერა.

0.115554