ფეხბურთი

0:39 | 10.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გუს ჰიდინკმა კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. მან ფეხბურთიდან წასვლა 74 წლის ასაკში გადაწყვიტა და ამის შესახებ ნიდერლანდურ ტელევიზიასთან ინტერვიუში თავად გააკეთა განცხადება.

ჰიდინკმა სამწვრთნელო კარიერა პსვ ეინდჰოვენში დაიწყო, რომელსაც 1987-1988 წლების სეზონში ტრებლი მოაგებინა, მათ შორის, ჩემპიონთა თასიც. შემდგომ ჰიდინკმა „ფენერბახჩესა“ და „ვალენსიაში“ იმუშავა, ხოლო 1995-1998 წლებში ნიდერლანდების ნაკრებს ავარჯიშებდა.

მის კარიერაში ასევე იყო მადრიდის „რეალი“, „ბეტისი“ და სამხრეთ კორეის ნაკრები, რომელიც 2002 წლის მუნდიალზე ნახევარფინალში გაიყვანა. შემდეგ პსვ-ში დაბრუნდა, რომელსაც 2006 წლამდე ავარჯიშებდა და 2004-2005 წლების სეზონში მშობლიური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიიყვანა, სადაც „მილანთან“ მხოლოდ სტუმრად გატანილი გოლის წესის გამო დამარცხდა (0:2, 3:1).

ამის შემდეგ მან ავსტრალიის, რუსეთისა და თურქეთის ნაკრებებში იმუშა, ასევე წვრთნიდა ჩელსის, მახაჩყალას „ანჟისა“ და 2014-2015 წლებში ნიდერლანდების ნაკრებს, ბოლოს კი კურასაოს ნაკრების თავკაცი იყო.

0.119439