ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტე B“-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც ესპანური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, გიორგი გუნდში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება და ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს სურვილის შემთხვევაში ერთი წლით განახლების ვარიანტს.
ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ 2019 წლიდან თამაშობს და გასულ სეზონში მეორე გუნდში 31-ჯერ ითამაშა. მიმდინარე სეზონში კი გოლის გატანაც მოასწრო.
აღსანიშნავია, რომ ქოჩორაშვილს პირველ გუნდთან ვარჯიშის და თამაშის შესაძლებლობაც ეძლევა. მას „ლევანტეს“ მთავარ გუნდში 6 მატჩი აქვს ჩატარებული (4 ლა ლიგაში, 2 ესპანეთის თასზე) და 1 გოლი გაიტანა.