საქართველოს ქვიშის რაგბის ნაკრები, ხვალ გამთენიისას მოსკოვში მიემგზავრება, სადაც რაგბის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატი 2017 წლიდან, ტრადიციულად იმართება. საქართველომ პირველ ჯერზე მესამე ადგილი დაიკავა, მერე ორჯერ ვერცხლის მედლებს დაეუფლა, შარშან კი ტურნირის ჩატარებას ხელი კოვიდ-პანდემიამ შეუშალა.
წელს ტურნირში 8 გუნდი იღებს მონაწილეობას და საქართველო „ა“ ჯგუფში, რუსეთის, რუმინეთის და თურქეთის ნაკრებებთან ითამაშებს, ხოლო „ბ“ ჯგუფში ხორვატია, მოლდოვა, ბულგარეთი და იტალია გაერთიანდნენ.
11 სექტემბერს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებია და საქართველო პირველ მატჩს მასპინძელ რუსეთთან, ჩვენი დროით 14:20 საათზე გამართავს; 17:20-ზე რუმინეთს ეთამაშება, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 20 საათზე, თურქეთთან ასრულებს.
RUGBY.GE