ფეხბურთი

18:20 | 9.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვიერი: "ჰოლანდისნაირი ძლიერი ფორვარდი არ მინახავს, ასეთი ვან ბასტენიც არ იყო"

ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა კრისტიან ვიერიმ „დორტმუნდისა“ და ნორვეგიის ნაკრების ფორვარდ ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა. „ბობოს“ აზრით, ჰოლანდის დარი სიძლიერის თავდამსხმელი ამ ასაკში მას არ უნახავს და მათ შორის, არც მარკო ვან ბასტენი.

„ბოლო 20-30 წლის განმავლობაში არ მინახავს 20 წლის ფორვარდი მასზე ძლიერი ყოფილიყოს, მათ შორის, ვან ბასტენიც არ იყო მასავით ძლიერი. როგორც ჩანს, 3-4-ჯერ მეტი ფიზიკური ძალა აქვს სხვებთან შედარებით, კარში ბურთს წარმოუდგენელი სიძლიერით ურტყამს. მან ყველაფერი იცის. კიდევ რა სჭირდება თავისი სიძლიერის დასამტკიცებლად? ის ყველაფერში ყველაზე მაგარია“, - თქვა ვიერიმ.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდმა მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და „დორტმუნდის“ მაისურით 5 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ხოლო ნორვეგიის ნაკრებში მიმდინარე თვეში 3 თამაშში თავი ხუთჯერ გამოიჩინა.

0.118284