ფეხბურთი

15:21 | 9.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგს ციხე ემუქრება

ექსბაიერნელი, ამჟამად კი ფრანგული „ლიონის“ მცველი, ჟერომ ბოატენგი, სასამართლოს წინაშე წარსდგება. მას ყოფილი შეყვარებული გოგონას ცემას ედავებიან - წერს Spiegel.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ბოატენგმა გოგონა 2018 წელს სცემა შვებულების დროს, შეკამათების შემდეგ. თუ ფეხბურთელს ბრალი დაუდასტურდა, მას ხუთ წლამდე პატიმრობა ელის.

შეგახსენებთ, რომ წლეულს თებერვალში, ბერლინში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს ბოატენგის სხვა შეყვარებული, კასია ლენჰარდტი. თუმცა, მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ სიკვდილი ძალადობის მიზეზით არ დამდგარა.

0.116457