ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა, თინა კანდელაკმა, რომელიც წლებია რუსეთში მოღვაწეობს, სპორტული ტელეარხის, Матч ТВ-ის გენერალური პროდიუსერის პოსტი დატოვა და ჰოლდინგ Газпром-медиа-ს გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
„ეს დანიშვნა უთუოდ დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენს წინ მაღალკონკურენტული, ამბიციური ამოცანები დგას და ვეცდებით წარმატებით გავართვათ თავი. ეს ნაკლები გამოწვევა არ არის, ვიდრე ექვსი წლის წინათ ტელეარხ Матч ТВ-ის შექმნა.“ - ციტირებს კანდელაკის სიტყვებს ჰოლდინგის პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რომ კანდელაკი, ტელეარხ Матч ТВ-ის გენერალურ პროდიუსერად არხის დაფუძნებისთანავე, 2015 წლიდან მუშაობდა.