ფეხბურთი

10:51 | 9.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთთან მატჩში, ინგლისელებს ბოლო 25 წელიწადში პირველად, არცერთი ფეხბურთელი შეუცვლიათ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-6 ტურის მატჩში, ინგლისის ნაკრები პოლონეთისას სტუმრად დაუზავდა - 1:1. საინტერესოა, რომ სტუმართა მთავარ მწვრთნელს, გარეთ საუთგეიტს, თამაშის განმავლობაში არცერთი ფეხბურთელი შეუცვლია.

სტატისტიკური პორტალი Opta კი გვამცნობს, რომ ბოლოს ასეთი რამ 25 წლის წინათ მოხდა, როცა ევრო 96-ის ნახევარფინალში, გერმანიის წინააღმდეგ (1:1, პენალტებით 5:6), ინგლისელებმა შეცვლების გარეშე ითამაშეს.

„ცხადია, ეს ყველაზე რთულო მატჩი იყო ჯგუფში. ვერ გავიმარჯვეთ და შეიძლება იმისთვის გაგვაკრიტიკონ, რომ საკმარისი საგოლე მომენტები ვერ შევქმენით მეტოქის კართან. რატომ არ მივმართეთ შეცვლებს? მთლიანად ვაკონტროლებდით თამაშის მიმდინარეობას და ამის საჭიროება არ იყო.“ - ციტირებს საუთგეიტის სიტყვებს უეფს პრესსამსახური.

0.131332