მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გრძელდება და სექტემბრის ფანჯარა დაიხურა. ამჯერად მატჩები ხუთ ქვეჯგუფში გაიმართა, მათ შორის, საქართველოს ნაკრების ჯგუფშიც, მაგრამ ამ ტურისგან ვილი სანიოლის გუნდი თავისუფალი იყო.
B ჯგუფი
საქართველომ ბულგარეთთან წარუმატებლად ისპარინგა, პარალელურად კი B ჯგუფში ვითარება საინტერესოდ განვითარდა. შვედეთის ნაკრებმა ქულები პირველად დაკარგა და ესპანეთის ნაკრებს დაკარგული ქულებით ისევ უსწრებს, მაგრამ ახლა სკანდინავიელები ისე მშვიდად აღარ არიან, როგორც აქამდე. შვედეთი საბერძნეთს ესტუმრა, რომელსაც აქამდე 3 ფრე ჰქონდა და მარცხი განიცადა - 1:2. შედეგად, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში საბერძნეთის ნაკრებიც დარჩა და წინ ძალიან საინტერესო მატჩები გველოდება.
ესპანეთის ნაკრებმა კი პრიშტინაში კოსოვოს პაბლო ფორნალსისა და ფერან ტორესის გოლებით მშვიდად მოიგო და 13 ქულა დააგროვა. „ფურია როხა“ შვედეთს 4 ქულით უსწრებს, მაგრამ ორი მატჩით მეტიც აქვს ჩატარებული. ბრძოლაშია საბერძნეთიც, ხოლო კოსოვოს (4 ქულა) და საქართველოს (1 ქულა) ჯგუფიდან გასვლაზე პრეტენზია ვეღარ ექნებათ.
საბერძნეთი - შვედეთი 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 ბაკასეტასი (62), 2:0 პავლიდისი (78), 2:1 ქუაისონი (80)
კოსოვო - ესპანეთი 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ფორნალსი (32), 0:2 ფერან ტორესი (90)
1. | ესპანეთი | 6 | 4 | 1 | 1 | 13 | 5 | 8 | 13 |
2. | შვედეთი | 4 | 3 | 0 | 1 | 7 | 3 | 4 | 9 |
3. | საბერძნეთი | 4 | 1 | 3 | 0 | 5 | 4 | 1 | 6 |
4. | კოსოვო | 5 | 1 | 1 | 3 | 3 | 9 | -6 | 4 |
5. | საქართველო | 5 | 0 | 1 | 4 | 2 | 9 | -7 | 1 |
C ჯგუფი
C ჯგუფში იტალიის ნაკრების მდგომარეობა გაუმჯობესდა. „სკუადრა აძურამ“ რეჯიო ემილიაში ძალზე გადახალისებული შემადგენლობით ლიეტუვას უმასპინძლა, მიუხედავად ამისა, ძალიან ლაღად და მშვიდად, 5:0 მოიგო. რობერტო მანჩინის გუნდის რიგებიდან დუბლი შეასრულა მოიზე კინმა, ხოლო სადებიუტო გოლები გაიტანეს ნაკრებში ჯაკომო რასპადორიმ და ჯოვანი დი ლორენცომ. იტალიისთვის ეს იყო ზედიზედ 37-ე წაუგებელი მატჩი, რითაც მსოფლიო რეკორდის ერთპირვნული მფლობელი საბოლოოდ გახდა. იტალია ოქტომბერში შესარჩევი ციკლის მატჩებს არ ჩაატარებს, რადგან უეფას ერთა ლიგის ოთხთა ფინალი ელოდება, რომლის მასპინძელი იქნება, კონკურენტებად კი ესპანეთი, ბელგია და საფრანგეთი ჰყავს.
ამრიგად, იტალიის ნაკრებს ნოემბრამდე მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეუძლია აღარ ინტერვიულოს, მითუმეტეს, რომ მისმა კონკურენტმა შვეიცარიამ ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიასთან ვერ მოიგო (0:0). შედეგად, იტალია შვეიცარიას 6 ქულით უსწრებს და ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული და შედარებით დამშვიდდა. 12 ნოემბერს, რომში, სწორედ შვეიცარიას უმასპინძლებს და იმ მატჩში ბევრი რამ გადაწყდება.
იტალია - ლიეტუვა 5:0 (4:0)
გოლები: 1:0 კინი (11), 2:0 უტკუსი (14, ა.გ), 3:0 რასპადორი (24), 4:0 კინი (29), 5:0 დი ლორენცო (54)
ჩრდ. ირლანდია - შვეიცარია 0:0 (0:0)
1. | იტალია | 6 | 4 | 2 | 0 | 12 | 1 | 11 | 14 |
2. | შვეიცარია | 4 | 2 | 2 | 0 | 4 | 1 | 3 | 8 |
3. | ჩრდ. ირლანდია | 4 | 1 | 2 | 1 | 4 | 3 | 1 | 5 |
4. | ბულგარეთი | 5 | 1 | 2 | 2 | 3 | 6 | -3 | 5 |
5. | ლიეტუვა | 5 | 0 | 0 | 5 | 1 | 13 | -12 | 0 |
E ჯგუფი
ბელგიის ნაკრებს უკვე ძალიან ცოტა აშორებს მუნდიალის ფინალურ ეტაპამდე. „წითელმა ეშმაკებმა“ გადახალისებული შემადგენლობით სტუმრად ბელარუსის ნაკრებს დენის პრატის ერთადერთი გოლით მოუგეს და 16 ქულას მოუყარეს თავი.
უელსის ნაკრებმა კი აუტსაიდერ ესტონეთს შინ ვერაფერი დააკლო, უგოლო ფრეს დასჯერდა და ძალიან ძვირფასი ორი ქულა დაკარგა. ამ ჯგუფში მეორე ადგილისთვის ჩეხები და უელსელები იბრძვიან, ორივე გუნდს 7-7 ქულა აქვთ, ოღონდ უელსს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ბელარუსი - ბელგია 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 პრატი (33)
უელსი - ესტონეთი 0:0 (0:0)
1. | ბელგია | 6 | 5 | 1 | 0 | 21 | 4 | 17 | 16 |
2. | ჩეხეთი | 5 | 2 | 1 | 2 | 8 | 7 | 1 | 7 |
3. | უელსი | 4 | 2 | 1 | 1 | 5 | 5 | 0 | 7 |
4. | ბელარუსი | 5 | 1 | 0 | 4 | 6 | 15 | -9 | 3 |
5. | ესტონეთი | 4 | 0 | 1 | 3 | 6 | 15 | -9 | 1 |
I ჯგუფი
ინგლისის ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი ქულები დაკარგა და ეს ვარშავაში, პოლონეთის ნაკრებთან. გარეთ საუთგეიტის გუნდს მძიმე ბრძოლა გადახდა, მაგრამ 72-ე წუთზე ჰარი კეინის გოლით დაწინაურდა და ახლოს იყო მოგებასთან, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პოლონეთმა გაათაანბრა და ძალიან ძვირფასი ქულა მოიპოვა.
ჯგუფში მეორე ადგილზე ალბანეთის ნაკრები დამკვიდრდა, რომელმაც შინ სან მარინო 5:0 გაანადგურა, ხოლო უნგრეთმა ანდორას გაჭირვებით, 2:1 მოუგო. თუ ინგლისი 16 ქულით უსაფრთხოდ ლიდერობს ჯგუფს, მეორე ადგილისთვის ალბანეთი, პოლონეთი და უნგრეთი იბრძვიან - ამ სამ გუნდს შორის ქულათა სხვაობა მხოლოდ ორია და წინ კიდევ ოთხი ტურია დარჩენილი.
ალბანეთი - სან მარინო 5:0 (1:0)
გოლები: 1:0 მანაი (32), 2:0 ლაჩი (58), 3:0 ბროია (61), 4:0 ჰისაი (68), 5:0 უზუნი (50)
უნგრეთი - ანდორა 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 შალაი (9, პენ), 2:0 ბოტკა (18), 2:1 ლოვერა (82)
პოლონეთი - ინგლისი 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 კეინი (72), 1:1 შიმანსკი (90)
1. | ინგლისი | 6 | 5 | 1 | 0 | 18 | 2 | 16 | 16 |
2. | ალბანეთი | 6 | 4 | 0 | 2 | 10 | 6 | 4 | 12 |
3. | პოლონეთი | 6 | 3 | 2 | 1 | 19 | 8 | 11 | 11 |
4. | უნგრეთი | 6 | 3 | 1 | 2 | 12 | 10 | 2 | 10 |
5. | ანდორა | 6 | 1 | 0 | 5 | 4 | 14 | -10 | 3 |
6 | სან მარინო | 6 | 0 | 0 | 6 | 1 | 24 | -23 | 0 |
J ჯგუფი
გერმანიის ნაკრებს ჰანს-დიტერ ფლიკის მისვლა დაეტყო. ალემანებმა წინა ტურში სომხეთი 6:0 გაანადგურეს, ახლა კი რეიკიავიკში ისლანდიას არანკლები დღე აყარეს - 4:0. შედეგად, „ბუნდესნაკრები“ 15 ქულით გალიდერდა და უახლოეს მდევარ სომხეთთან უკვე 4-ქულიანი უპირატესობა აქვს, რაც გვაფიქრებინებს, რომ მუნდიალის საგზური პრაქტიკულად ჯიბეში უდევს.
სომხეთი კი, რომელმაც სექტემბრამდე ლიდერი იყო, სამ მატჩში მხოლოდ ორ ქულას გამორჩა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან საგარეო ფრე და გერმანიასთან მარცხი თუ სომხებს ეპატიებოდათ, შინ ლიხტანშტაინთან დაკარგული ქულები შესაძლოა ხოაკინ კაპაროსის გუნდს ძალიან ძვირად დაუჯდეს. ამავე ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონია და რუმინეთი უგოლოდ დაშორდნენ. ზოგადად, მეორე ადგილისთვის დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი, რადგან სომხეთს 11 ქულა აქვს, რუმინეთს 10 და ჩრდილოეთ მაკედონიას - 9. შესაბამისად, დარჩენილ ოთხ ტურში ბევრი რაღაც გასარკვევია.
სომხეთი - ლიხტანშტაინი 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 მხითარიანი (45, პენ), 1:1 ფრიკი (80)
ისლანდია - გერმანია 0:4 (0:2)
გოლები: 0:1 გნაბრი (4), 0:2 რიუდიგერი (24), 0:3 სანე (56), 0:4 ვერნერი (89)
ჩრდ. მაკედონია - რუმინეთი 0:0 (0:0)
1. | გერმანია | 6 | 5 | 0 | 1 | 17 | 2 | 15 | 15 |
2. | სომხეთი | 6 | 3 | 2 | 1 | 7 | 9 | -2 | 11 |
3. | რუმინეთი | 6 | 3 | 1 | 2 | 9 | 6 | 3 | 10 |
4. | ჩრდ. მაკედონია | 6 | 2 | 3 | 1 | 11 | 6 | 5 | 9 |
5. | ისლანდია | 6 | 1 | 1 | 4 | 6 | 14 | -8 | 4 |
6 | ლიხტანშტაინი | 6 | 0 | 1 | 5 | 2 | 15 | -13 | 1 |