ფეხბურთი

21:45 | 8.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუიზი ბრაზილიაში დაბრუნებასთან ახლოსაა

33 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დავიდ ლუიზმა შესაძლოა კარიერა კვლავ სამშობლოში გააგრძელოს. როგორც le 10sport-ი იუწყება, სამხრეთამერიკელმა მცველმა "მარსელიდან" შემოთავაზებაზე უარი განაცხადა და ბრაზილიაში დაბრუნებასთან ახლოსაა. ფეხბურთელის დამატებით "ფლამენგოა" დაინტერესებული.

ლუიზი "ვიტორიას" აკადემიის აღზრდილია და სამშობლო 2007 წელს დატოვა. მას შემდეგ დავიდმა "ბენფიკაში", "ჩელსიში", პსჟ-სა და "არსენალში" ითამაშა. "მეთოფეთა" რიგებს ბრაზილიელი 2019 წელს შეუერთდა და მიმდინარე წლის ზაფხულში კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ეროვნულ ნაკრებში დავიდს 57 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.135586