ინგლისის პრემიერლიგის უახლოეს ტურში ხუთი კლუბის 8 ბრაზილიელი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს. ფიფამ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის საჩივარი გაითვალისწინა და 8 ფეხბურთელს, რომელიც ინგლისურმა კლუბებმა ბრაზილიის ნაკრებში სათამაშოდ არ გაუშვეს, პრემიერლიგის უახლოეს ტურში თამაში აუკრძალა.
„ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „ლიდსი“, „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნიატედი“ დაისაჯნენ - სწორედ ამ კლუბის წინააღმდეგ შეიტანეს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის მესვეურვებმა ფიფაში საჩივარი.
ამრიგად, ალისონი, ფაბიონიო, რობერტო ფირმინო („ლივერპული“), ედერსონი, გაბრიელ ჟესუსი („მანჩესტერ სიტი), ფრედი („მანჩესტერ იუნაიტედი“), ტიაგო სილვა („ჩელსი“) და რაფინია („ლიდსი“) დამდეგ უიქ-ენდზე ვერ ითამაშებენ.
ფიფამ ე.წ „ხუთდღიანი წესი“ გამოიყენა, რომელიც იმისთვის არის შემუშავებული, რომ კლუბებმა ფეხბურთელებზე გავლენა არ მოახდინონ და არ აიძულონ ისინი, რომ ნაკრებიდან კლუბში ვადაზე ადრე დაბრუნდნენ. ხსენებულმა კლუბებმა კი მოთამაშეები ბრაზილიის ნაკრებში არსებული კოვიდრეგულაციების გამო საერთოდ არ გაუშვეს. რვავე ფეხბურთელს 10-14 სექტემბრის პერიოდში თამაში აეკრძალათ.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელთა საჩივრის შემდეგ ფიფას ჩილეს, მექსიკისა და პარაგვაის საფეხბურთო ასოციაციებმაც მიმართეს ხუთდღიანი წესის გამოსაყენებლად ინგლისურმა გუნდებმა ამ ქვეყნის წარმომადგენლებიც ნაკრებებს ხსენებული ქვეყნების ნაკრებებს მიღმა დატოვეს და მოსალოდნელია, რომ ფიფა ამ შემთხვევაში დააკმაყოფილებს საჩივარს.