„ბარსელონას“ ფეხბურთელი ჟერარ პიკე არ გამორიცხავს, რომ ეს სეზონი მის კარიერაში ბოლო იყოს. როგორც 34 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის შორსმიმამავლ გეგმებს არ სახავს და არაა გამორიცხული კარიერა მალე დაასრულოს.
„კარიერას „ბარსელონაში“ დავასრულებ. ეს შეიძლება იყოს ჩემი ბოლო სეზონი, რადგან წლიდან წლამდე ვფიქრობ, ამიტომ, არ შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ მომდევნო სეზონშიც ვითამაშებ. როდესაც მივხვდები, რომ გუნდს ვეღარ ვეხმარები, კარიერას დავასრულებ“, - თქვა ესპანელმა.
შეგახსენებთ, რომ ჟერარ პიკე „ბარსელონაში“ 2008 წლიდან თამაშობს და 568 მატჩში 50 გოლი აქვს გატანილი. მას ასევე უთამაშია „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „სარაგოსაში“.