სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

1:23 | 8.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთმა მოგების გემო გაიხსენა, ნიდერლანდები დაფრინავს

ერთდღიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი განახლდა და მატჩები ხუთ ქვეჯგუფში გაიმართა, რის შედეგადაც სიტუაცია კიდევ უფრო საინტერესო გახდა.

A ჯგუფი

პორტუგალიის ნაკრები კრიშტიანუ რონალდუს გარეშე აზერბაიჯანის ესტუმრა და პრობლემების გარეშე მოიგო. ფერნანდუ სანტუშის გუნდმა მეტოქეს ბერნარდო სილვას, ანდრე სილვასა და დიოგო ჟოტას გოლებით აჯობა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა.

პორტუგალიამ სერბეთის ნაკრებს ორი ქულით გადაასწრო. ეს მას შემდეგ, რაც სერბებმა დუბლინში ირლანდიასთან ქულები დაკარგა. არადა, სერბეთი დასაწყისშივე იგებდა და ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ 87-ე წუთზე ნიკოლა მილენკოვიჩის ავტოგოლით ირლანდიამ მისთვის არაფრისმომცემი ქულა გადაარჩინა და სერბეთს ძვირფასი ქულები დააკარგვინა.

აზერბაიჯანი - პორტუგალია 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (26), 0:2 ანდრე სილვა (31), 0:3 დიოგო ჟოტა (75)

ირლანდია - სერბეთი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (20), 1:1 მილენკოვიჩი (87, ა.გ)

1. პორტუგალია 5 4 1 0 11 4 7 13
2. სერბეთი 5 3 2 0 12 7 5 11
3. ლუქსემბურგი 4 2 0 2 5 8 -3 6
4. ირლანდია 5 0 2 3 5 8 -3 2
5. აზერბაიჯანი 5 0 1 4 3 9 -6 1

D ჯგუფი

საფრანგეთის ნაკრებმა მოუგებელი სერია შეწყვიტა და ფინეთის ნაკრებთან ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რითაც მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლების მოსაპოვებლად ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. მატჩის გმირი ანტუან გრიზმანი გამოდგა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საფრანგეთს 2:0 მოაგებინა. „მამლებს“ 12 ქულა დაუგროვდათ და უახლოეს მდევარ უკრაინასა და იმავე ფინეთს 7 ქულით უსწრებს, რაც დიდი უპირატესობაა, თუმცა თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

ბოსნიის ნაკრებს კარგი შანსი ჰქონდა მეორე ადგილისთვის ებრძოლა და ეს შანსი ჯერაც არ დაუკარგავს, მაგრამ ყაზახეთთან შინ ქულები დაკარგა, რაც შესაძლოა ძვირი დაუჯდეს. ბოსნიელები ჯერ აგებდნენ, მერე იგებდნენ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე ანგარიში ყაზახებმა გაათანაბრეს და ფრე 2:2.

ჯგუფში საფრანგეთს თუ დიდი უპირატესობა აქვს, მეორე ადგილზე გასვლის შანსს დანარჩენი ოთხივე გუნდი ინარჩუნებს და წინ ძალიან საინტერესო ტურები გველოდება.

ბოსნია - ყაზახეთი 2:2 (0:0)

გოლები: 0:1 კუატი (52), 1:1 პიანიჩი (74, პენ), 2:1 მენალო (86), 2:1 ზაინუტდინოვი (90)

საფრანგეთი - ყაზახეთი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 გრიზმანი (25), 2:0 გრიზმანი (53)

1. საფრანგეთი 6 3 3 0 8 3 5 12
2. უკრაინა 5 0 5 0 6 6 0 5
3. ფინეთი 4 1 2 1 4 5 -1 5
4. ბოსნია 4 0 3 1 5 6 -1 3
5. ყაზახეთი 5 0 3 2 5 8 -3 3

F ჯგუფი

დანიის ნაკრები მუნდიალისკენ ძალიან დიდი და დამაჯერებელი ნაბიჯებით მიიწევს. სკანდინავიელებმა შინ ისრაელის მძლავრი ნაკრები 5:0 გაანადგურეს. ევრო 2020-ის ნახევარფინალისტებს ექვსივე თამაში მოგებული აქვთ შესარჩევ ციკლში და მეორეადგილოსან შოტლანდიას მთელი 7 ქულით უსწრებენ, რაც პრაქტიკულად იმის გარანტია, რომ ოქტომბერში დანია მუნდიალის საგზურის ოფიციალურად გაიფორმებს.

შოტლანდიის ნაკრებმა ვენაში უშუალო კონურენტ ავსტრიას მოუგო და ძალიან მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა, რითაც სქოთებმა მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.

ფარერების ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და მოლდოვის ნაკრებს მოუგო, რითაც ჯგუფში ბოლო ადგილს თავი დააღწია. სატურნირო ცხრილში საინტერესო ვითარებაა - თუ დანიას პირველი ადგილი პრაქტიკულად განაღდებული აქვს, მეორე პოზიციისთვის დიდი ბრძოლა მიმდინარეობს შოტლანდიას, ისრაელსა და ავსტრიას შორის.

ავსტრია - შოტლანდია 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 დიკსი (30, პენ)

დანია - ისრაელი 5:0 (3:0)

გოლები: 1:0 პოულსენი (28), 2:0 კიაერი (31), 3:0 ოლსენი (41), 4:0 დელანი (58), 5:0 კორნელიუსი (90)

ფარერები - მოლდოვა 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ოლსენი (68), 2:0 ვატნსდალი (72), 2:1 მილინცეანუ (84)

1. დანია 6 6 0 0 22 0 22 18
2. შოტლანდია 6 3 2 1 9 5 4 11
3. ისრაელი 6 3 1 2 14 11 3 10
4. ავსტრია 6 2 1 3 9 13 -4 7
5. ფარერები 6 1 1 4 4 14 -10 4
6. მოლდოვა 6 0 1 5 3 18 -15 1

G ჯგუფი

ნიდერლანდების ნაკრებს ლუის ვან გაალის ხელი აშკარად დაეტყო. ყოველშემთხვევაში, ეს აშკარად სხვა გუნდია, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე იყო. „ორანჯემ“ ამსტერდამში ჯგუფის აწ უკვე ყოფილი ლიდერი თურქეთის ნაკრები 6:1 გაანადგურა. ჰეთ-თრიქი შეასრულა მემფის დეპაიმ, რომელმაც დიდებული თამაში ჩაატარა, ისევე როგორც ზოგადად ნიდერლანდების ნაკრებმა. თურქეთი კი ძალიან უსუსრად გამოიყურებოდა და პირველი ადგილიდან მესამე პოზიციაზე დაქვეითდა.

ნიდერლანდებთან ერთად ჯგუფს სათავეში ნორვეგია ჩაუდგა, რომელმაც როგორც მოსალოდნელი იყო გიბრალტარი იოლად დაამარცხა. მონტენეგრომ კი ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა აუტსაიდერ ლატვიასთან, რითაც სავარაუდოდ, მეორე ადგილისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

მონტენეგრო - ლატვია 0:0 (0:0)

ნიდერლანდები - თურქეთი 6:1 (3:0)

გოლები: 1:0 კლაასენი (1), 2:0 დეპაი (16), 3:0 დეპაი (38, პენ), 4:0 დეპაი (54), 5:0 ტილი (80), 6:0 მალენი (90), 6:1 ჯენგიზ იუნდერი (90)

ნორვეგია - გიბრალტარი 5:1 (3:1)

გოლები: 1:0 თორსტვედტი (23), 2:0 ჰოლანდი (27), 3:0 ჰოლანდი (39), 3:1 სტიჩე (43), 4:1 სორლოთი (59), 5:1 ჰოლანდი (90)

1. ნიდერლანდები 6 4 1 1 22 6 16 13
2. ნორვეგია 6 4 1 1 12 5 7 13
3. თურქეთი 6 3 2 1 16 13 3 11
4. მონტენეგრო 6 2 2 2 8 9 -1 8
5. ლატვია 6 1 2 3 7 10 -3 5
6. გიბრალტარი 6 0 0 6 3 25 -22 0

H ჯგუფი

დაძაბული მდგომარეობაა ამ ჯგუფშიც, სადაც ორხელისუფლიანობაა. ხორვატიისა და რუსეთის ნაკრებებმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს და 13-13 ქულა აქვთ. ჯერჯერობით ჯგუფიდან გასვლის შანსს სლოვენიისა და სლოვაკეთის ნაკრებებიც ინარჩუნებენ, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ პირველ-ორ ადგილს ხორვატიისა და რუსეთის ნაკრებები გაიყოფენ.

ხორვატია - სლოვენია 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ლივაია (33), 2:0 პაშალიჩი (66), 3:0 ვლაშიჩი (90)

რუსეთი - მალტა 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 სმოლოვი (10), 2:0 ბაკაევი (84, პენ)

სლოვაკეთი - კვიპროსი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 შრანცი (54), 2:0 კოშელნიკი (77)

1. ხორვატია 6 4 1 1 8 1 7 13
2. რუსეთი 6 4 1 1 10 4 6 13
3. სლოვაკეთი 6 2 3 1 7 5 2 9
4. სლოვენია 6 2 1 3 4 7 -3 7
5. მალტა 6 1 1 4 6 11 -5 4
6. კვიპროსი 6 1 1 4 1 8 -7 4
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114295