კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნების შემდეგ პირველ ივარჯიშა. ამის შესახებ „წითელი ეშმაკების“ პრესსამსახური იტყობინება.
რონალდუმ კლუბის ბაზაზე იმ ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა, რომლებიც სანაკრებო პაუზის მიუხედავად გუნდში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, „მანჩესტერი“ 11 სექტემბერს, „ნიუკასლ იუნაიტედს“ შეხვდება და დიდი შანსია, რომ რონალდუს ხელმეორე დებიუტი სწორედ ამ მატჩში შედგეს.