თამაშგარე

14:55 | 7.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის დედა ფერმერი გახდება

“პსჟ“-ს ბრაზილიელი შემტევის, ნეიმარის დედა ნადინ სანტოსი ბოლო დროს არაერთგზის გახდა ბულვარული მედიის სამიზნე. სხვანაირად ალბათ ვერც იქნებოდა, რადგან ბევრ ცნობილ ფეხბურთელს ნამდვილად არ ჰყავს დედა, რომელიც შვილის ტოლა საყვარლებს წლიდან-წლამდე ფოსტლებივით იცვლიდეს.

ნადინ სანტოსი ერთი თვის წინ მორიგ გულისსწორს, ყოფილ კალათბურთელ იასე ლედესმას დაშორდა და განაცხადა, რომ აწი მთლიანად შეიცვლის ცხოვრების ნირს და ითვალისწინებს რა რეალობას, წარსულ შეცდომებს, ნეიმარის დედობას და ბოლოს და ბოლოს ასაკს, ცხოვრების სულ სხვანაის წესს ირჩევს.

ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, სენიორა ნადინმა ბრაზილიის პარანას შტატში 90 ჰექტარი მიწა შეიძინა და ახლა ცნობილი გახდა, რომ ნეიმარის დედა ამ მიწაზე ბიზნესს და სახლის აშენებას იწყებს. როგორც ბრაზილიის მედია გვამცნობს, ნადინ სანტოსს ბიზონების ფერმის მოწყობა აქვს გადაწყვეტილი და ეს ის საქმეა, რომელსაც მრავლისმნახველი ქალი საბოლოო ნავთსაყუდლად აირჩევს. ვითომ?...

0.20737