სხვა

10:19 | 7.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბელფორტის და ჰოლიფილდის შეხვედრა ფლორიდაში გადაიტანეს

მას შემდეგ, რაც ოსკარ დე ლა ჰოიას კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა, მის ნაცვლად, UFC -ს ყოფილ ჩემპიონ ვიტორ ბელფორტთან ბრძოლაში, თვით ევანდერ ჰოლიფილდი დაინიშნა. მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, კალიფორნიის ათლეტთა კომისიამ, 58 წლის ამერიკელს, საჭირო ლიცენზია არ მისცა.

ამის გამო, ბრძოლის ორგანიზატორებმა, ლოს ანჯელესის ნაცვლად, მასპინძლობა ფლორიდულ კაზინო ჰოლივუდში გადაიტანეს. საჩვენებელი შეხვედრა რვა რაუნდიანი იქნება, თითოეული კი ორი წუთი გაგრძელდება. ანდრქარდზე UFC-ს ყოფილი ჩემპიონები, ანდერსონ სილვა და ტიტო ორტისიც იბრძოლებენ.

ჰოლიფილდმა ბოლოს 2011 წლის მაისში იბრძოლა, როდესაც 48 წლის იყო. ის მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია. 1996 და 1997 წლებში მაიკ ტაისონს ორჯერ შეხვდა. მეორე შეხვედრა პირველის რემატჩი იყო და მისი მსვლელობისას, ტაისონმა მეტოქეს ყურის ნაწილი მოაკვნიტა, რის გამოც ბრძოლიდან მოხსნეს და ჰოლიფილდმა WBA-ის (კრივის მსოფლიო ასოციაცია) სარტყელი შეინარჩუნა.

რაც შეეხება ბელფორტს, მან MMA-ში ბოლო ბრძოლა 2018 წლის მაისში გამართა და ნოკაუტით წააგო ლიოტო მაჩიდასთან. რამდენიმე თვის შემდეგ, ბელფორტმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

0.123378