ალექსანდრე წივწივაძემ 18-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ქართველმა ნიჩბოსანმა ახალგაზრდულ პლანეტის პირველობაზე 500 მეტრი დისტანცია ყველაზე სწრაფად დაფარა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ახალგაზრდა სპორტსმენმა ნახევარფინალში და ფინალში გასვლა მეორე პოზიციით მოახერხა, თუმცა მედლისთვის ბრძოლაში თავისი მაქსიმუმი აჩვენა და მეორე ადგილზე გასულ რუს სპორტსმენს 0,27 წამით აჯობა და უკან ჩამოიტოვა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრემ გადამწყვეტ შეხვედრაში 500 მეტრიანი დისტანცია 1:55.30 წუთში დაფარა. აღსანიშნავია ისიც, რომ წივწივაძეს ახალგაზრდული მსპოფლიო ჩემპიონატის გარდა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატიც აქვს მოგებული 1000 მეტრიან დისტანციაზე.