ფეხბურთი

10:28 | 6.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია: "ეს თამაში გაკვეთილად უნდა გამოვიყენოთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი აბურჯანიამ ესპანეთთან (0:4) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეს მარცხი გაკვეთილად უნდა გამოიყენონ და მწვრთნელის დავალებები ვერ შეასრულეს.

„ძალიან რთული თამაში გამოვიდა, შედეგით და თამაშის ხარისხით უკმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, მწვრთნელის დავალებები ვერ შევასრულეთ. ვფიქრობ, რომ პრობლემა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ერთადერთი კარგი ისაა, რომ სამ დღეში კვლავ თამაში გვაქვს და შანსი გვექნება ხასიათი გამოვისწოროთ. ჩემი აზრით, ბულგარეთის წინააღმდეგ ახალ მოთამაშეებს მიეცემათ შანსი. ესპანეთის წინააღმდეგ განცდილი მარცხი გაკვეთილად უნდა გამოვიყენოთ, ბევრი ვიმუშაოთ და შემდეგ თამაშებში უკეთ ვიასპარეზოთ“, - თქვა აბურჯანიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ხუთ მატჩში ერთადერთი ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 8 სექტემბერს, სტუმრად ბულგარეთთან გამართავს, რომელსაც ამხანაგურის სტატუსი აქვს.

0.138916