ფეხბურთი

15:09 | 5.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ესტონეთთან სტუმრად ამხანაგური თამაში ჩაატარა და დამჯერებლად 2:0 დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. ანგარიში 38-ე წუთზე მამაგეიშვილმა გახსნა, რომელმაც შორი მანძილიდან დაარტყა და ულამაზესი გოლით საქართველო დააწინაურა. 53-ე წუთზე კი იობაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ესტონეთთან ამხანაგურ მატჩს კიდევ ერთხელ, 7 სექტემბერს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.077193
სარეკლამო ადგილი - 99
X x X