„ლევანტეს“ მეორე გუნდში გიორგი ქოჩორაშვილმა ულამაზესი ჯარიმა გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მესამე დივიზიონში „სოკუელამოსთან“ შეძლო თავის გამოჩენა.
„ლევანტემ“ 2:0 მოიგო, ხოლო გიორგიმ ანგარიში 76-ე წუთზე ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გახსნა.
შეგახსენებთ, გიორგი ქოჩორაშვილმა გასულ სეზონში „ლევანტეს“ მთავარ გუნდში რამდენჯერმე ითამაშა და ესპანეთის სამეფო თასზე გოლიც გაიტანა. მას დრო და დრო ეძლევა ძირითად გუნდში თამაშის შანსი, მაგრამ უმეტესწილად მეორე გუნდში თამაშობს.