საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობას 1/16 ფინალში გამოეთიშა. ნიკოლოზის მეტოქე ამერიკელი რილი ოპელკა იყო, რომელსაც ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ორ საათსა და 18 წუთში 0:3 დამარცხდა.
პირველი სეტის ბერი ტაიბრეიკზე გადაწყდა და ოპელკამ 7:6 მოიგო, ხოლო მომდევნო ორი სეტი მასპინძელმა 6:3, 6:4 მოიგო და შეხვედრა საბოლოო გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა.
ქართველმა ჩოგბურთელმა 7 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა მიითვალა, ხოლო ოპელკა ორივე კომპონენტში გაცილებით უკეთესი იყო - 21 ეისი(!) და 2 ორმაგი შეცდომა.
ამრიგად, ნიკოლოზ ბასილაშილი US Open-ს დაემშვიდობა. მან პრესტიჟულ ტურნირზე ორი მეტოქის ძლევა მოახერხა, მაგრამ მერვედფინალში გასვლა ვერ შეძლო.