მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის D შესარჩევ ჯგუფში, უკრაინის ნაკრებმა საფრანგეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და ყაიმით დაშორდა - 1:1.
პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში ნიკოლაი შაპარენკომ გახსნა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით „ცხრიანში.“
საპასუხო ანტონი მარსიალმა გაიტანა 50-ე წუთზე.
ეს უკრაინელთა ზედიზედ მეხუთე ფრე გახლდათ ამ ციკლში. ისინი 5 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზე არიან, ლიდერი კი 9-ქულიანი საფრანგეთია.