„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელთან, რონალდ კუმანთან, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო - გვამცნობს ესპანური AS.
წყაროს მტკიცებით, კატალონიური კლუბის უფროსები კმაყოფილები არიან ნიდერლანდელი სპეციალისტის მუშაობით. ამიტომ მის შემცვლელზე საუბარი, ამ ეტაპზე, საბოლოოდ დამთავრდა.
კუმანი „ბარსელონაში“ მეორე სეზონია მუშაობს.