სხვა

2:20 | 4.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოსკარ დე ლა ჰოია კოვიდის გამო ვერ იბრძოლებს

ოსკარ დე ლა ჰოიას, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, მომდევნო უქმეებზე, საჩვენებელი ბრძოლა უნდა გაემართა UFC-ს ყოფილ ჩემპიონთან ქვემძიმე წონაში, ვიტორ ბელფორტთან. მაგრამ „ოქროს ბიჭის“ ქომაგებს, რინგზე მისი ხილვის მომავლისთვის გადადება მოუწევთ. ამის მიზეზი ისაა, რომ დე ლა ჰოია კორონავირუსით არის ინფიცირებული.

48 წლის დე ლა ჰოიამ ბოლო ბრძოლა 2008 წლის 6 დეკემბერს გამართა ფილიპინელ მანი პაკიაოსთან და დამარცხდა (ბრძოლა მერვე რაუნდში, პაკიაოს აშკარა უპირატესობის გამო შეწყდა). მას შემდეგ, ის რინგზე არ ასულა.

უკვე ცნობილი გახდა შემცვლელი. ესაა თვით მძიმე წონაში ყოფილი ჩემპიონი ევანდერ ჰოლიფილდი. თუმცა მისთვის ბრძოლის უფლება ჯერ არ მიუცია შტატ კალიფორნიის ათლეტთა კომისიას.

„მინდოდა, უშუალოდ ჩემგან გაგეგოთ, რომ აცრის სრული კურსის გავლის მიუხედავად, კოვიდი შემეყარა. ამის გამო, ბრძოლას ვერ შევძლებ“, - ტვიტერზე დაწერა დე ლა ჰოიამ.

ჰოლიფილდს 19 ოქტომბერს 59 წელი შეუსრულდება. დ ლა ჰოიას მსგავსად, ის კრივის საერთაშორისო დიდების დარბაზის წევრია. მან ბოლოს 2011 წლის 7 მაისს იბრძოლა და დანიელი ბრაიან ნილსენი დაამარცხა.

იმ შემთხვევაში, თუ ჰოლიფილდს კალიფორნიაში ბრძოლის უფლებას არ მისცემენ, შეხვედრას ლოს ანჯელესის ნაცვლად, შტატის გარეთ, სხვა რომელიმე ქალაქი უმასპინძლებს.

0.133558