ფეხბურთი

1:45 | 4.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: "მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გაიმართოს"

ლონდონის „არსენალის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ და ახლა უკვე ფიფაში დასაქმებულ არსენ ვენგერს სურს, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები ოთხი წლის ნაცვლად, ყოველ ორ წელიწადში გაიმართოს.

ფრანგი მიიჩნევს, რომ 2028 წლიდან ამ პროექტის განხორციელება უკვე შესაძლებელი იქნება.

„მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები ორ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს. ფეხბურთელებს საშუალება ექნებათ თავიანთ კლუბებში მინიმუმ 7 თვის განმავლობაში დარჩნენ, შემდეგ ფანჯარა სანაკრებო მატჩებისთვის გამოიყოფა. ამით აღმოიფხვრება ის დაძაბულობა, რაც დღეს არსებობს. მაგალითად, ნაკლები მოგზაურობა მოუწევთ მოთამაშეებს, ფინალური ეტაპის შემდეგ კი 25 დღე ექნებათ შვებულებისთვის.

ხალხს სურს ტურნირები, რომლებიც ადვილად გასაგებია და საინტერესოა. თვითონ ფეხბურთელებსაც არ სურთ ისეთი მატჩების თამაში, რომელთაც სტიმული არ აქვთ. უნდა გვქონდეს გამბედაობა და ვთქვათ, რომ შეჯიბრის სილამაზე და პრესტიჟი თვითონ ამ შეჯიბრის დონეზეა დამოკიდებული.

სუპერლიგა? ის ნეგატიურ პრინციპზე დააფუძნეს. ის არ იყო დაფუძნებული სპორტულ ხარისხსა და შედეგებზე, არამედ კლუბების პრესტიჟზე. დიდი გუნდებიც შეიძლება დაქვეითდნენ და თუ ჩვენ ამას მოვკლავთ, შეჯიბრის არსსაც მოვკვლათ“, - თქვა L’Equipe-სთან ინტერვიუში ვენგერმა.

აღსანიშნავია, რომ ამ იდეის უკვე გამოუჩნდა ბევრი კრიტიკოსი, მათ შორის, უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი და ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი.

0.120044