"შალკეს" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი შკოდრან მუსტაფი კარიერას "ლევანტეში" გააგრძელებს. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გერმანელმა მცველმა 2+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერა ხელი.
მუსტაფი "ჰამბურგის" აკადემიის აღზრდილია. გერმანელი წლების განმავლობაში "ევერტონის", "სამპდორიას", "ვალენსიას" და "არსენალის" რიგებში თამაშობდა. "მეთოფეები" შკოდრანმა 2021 წლის თებერვალში დატოვა. "შალკეს" მაისურით გასული სეზონში 13 მატჩი ჩაატარა, ხოლო "მეთოფეების" რიგებში კი 2016 წლიდან მოყოლებული 151 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ცხრა გოლი გაიტანა.