ჩოგბურთი

0:17 | 3.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელია

იმის მიუხედავად, რომ ტრავმის გამო, ხშირად თამაშს ვერ ახერხებს, როჯერ ფედერერი მაინც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელია. „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებული სიის შესაბამისად, ფედერერმა გასულ 12 თვეში, 90.6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მაგრამ შვეიცარიელმა მაესტრომ, ვინც ტრავმის გამო, აშშ-ის ღია პირველობაზე თამაში ვერ შეძლო, ჩოგბურთის თამაშით მხოლოდ 1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. „ფორბსის“ ინფორმაციით, შემოსავლის დიდი ნაწილი მან კონტრაქტებით მიიღო.

„ფორბსის“ სიაში მეორე ადგილი ნაომი ოსაკას უკავია, ვისაც იმავე პერიოდში 60.1 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული. ამ თანხის 90 პროცენტზე მეტი მას კორტის მიღმა აქვს მიღებული. მომდევნო ადგილებზე სერენა უილიამსი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი განლაგდნენ. მათგან აშშ-ის ღიაზე ვერც უილიამსი და ნადალი თამაშობენ, რისი მიზეზიც ტრავმებია.

საერთო ჯამში, პირველ ათეულში შემავალ ჩოგბურთელებს, 320 მილიონი დოლარი მიღებული. ეს კი წინა წლის მსგავს მაჩვენებელზე 6 პროცენტით ნაკლებია. ამის მიზეზი რა თქმა უნდა ისაა, რომ კორონავირუსის გამო, ბევრი ტურნრი და საჩვენებელი შეხვედრა გაუქმდა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ტოპ ათეულის ჩოგბურთელებმა, უფრო მეტი თანხა - 281 მილიონი დოლარი, კორტს მიღმა გამოიმუშავეს. ეს კი წინა ერთწლიანი პერიოდის მსგავს მაჩვენებელზე 4 პროცენტით მეტია.

ყველაზე მაღალანაზღაურებად ჩოგბურთელთა ტოპ ათეული:

  1. როჯერ ფედერერი (შვეიცარია) - $90.6 მილიონი
  2. ნაომი ოსაკა (იაპონია) - $60.1 მილიონი
  3. სერენა უილიამსი (აშშ) - $41.8 მილიონი
  4. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) - $38 მილიონი
  5. რაფაელ ნადალი (ესპანეთი) - $27 მილიონი
  6. კეი ნიშიკორი (იაპონია) - $26 მილიონი
  7. დანლ მედვედვი (რუსეთი) - $13.9 მილიონი
  8. დმინკ თიმი (ავსტრია) - $8.9 მილიონი
  9. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) - $8.1 მილიონi
  10. ეშლი ბარტი (ავსტრალია) - $5.8 მილიონი
0.118664