სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

15:23 | 2.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ედერსონი: „მთავარი მიზანი ისევ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, ოღონდ ამჯერად გამარჯვებაა“

1 სექტემბერს, „მანჩესტერ სიტის“ 28 წლის ბრაზილიელმა მეკარემ, ედერსონ სანტანა დე მორაეშმა, კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიმდინარე სეზონში „სიტის“ მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება.

ედერსონი კევინ დე ბრუინის, ფერნანდინიოს, ჯონ სტოუნზისა და რუბენ დიაშის შემდეგ, მეოთხე ფეხბურთელია, ვინც ამ დღეებში მანჩესტერულ კლუბს თავისი მომავალი კიდევ რამდენიმე წლით დაუკავშირა.

„ჩვენი მიზანი ისევ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, ოღონდ ამჯერად გამარჯვებაა (შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო გადამწყვეტ მატჩში, „სიტი“ „ჩელსისთან“ დამარცხდა - 0:1).

გვქონდა ბედნიერება გასული სეზონის მთავარ საკლუბო მატჩში გვეთამაშა. სამწუხაროდ დავმარცხდით. ცხადია, ეს დიდი დარტყმა გახლდათ ყოველი ჩვენთაგანისთვის, თუმცა გამოცდილებაც შევიძინეთ. მეტი ვიცით ახლა ლიგის ფლეი ოფის შესახებ.

ვიმედოვნებ, ისევ გავალთ ფინალში და ამჯერად ყველაფერი წარმატებით დასრულდება.

საერთოდ კი ყველა ტურნირის მოგებას ვაპირებთ: ჩემპიონთა ლიგის, პრემიერლიგის, ინგლისის ასოციაციისა და ლიგის თასების.“ - ციტირებს ედერსონის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112226