არგენტინის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ, ჟურნალისტებს მის კარიერაში ყველაზე ცუდი მწვრთნელის ვინაობა გაუმხილა.
„მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშისას, ყველაზე დიდი პრობლემა მწვრთნელი იყო. ვან გაალი უცუდესი დამრიგებელი გახლდათ ჩემს კარიერაში. ვიტანდი, საგოლე პასებს ვასრულებდი ის კი მეორე დღეს მაინც უკმაყოფილო იყო. თუ სადმე არასწორი გადაცემა გავაკეთე, იმაზე მითითებდა. პირველივე დღეს თქვა ჩემზე უარი. არ მოსწონდა, რომ მოთამაშე გუნდში შეიძლება მასზე მნიშვნელოვანი ყოფილიყო.“ - ციტირებს დი მარიას სიტყვებს Daily Express.
შეგახსენებთ, რომ დი მარია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას 2014-15 წლებში იცავდა.