ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მეკარემ, ედერსონ მორაეშმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. „ქალაქელთა“ ვებგვერდის ცნობით, ბრაზილიელი „ეტიჰად სთედიუმზე“ 2026 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
ედერსონი „სიტიმ“ 2017 წელს ლისაბონის „ბენფიკადან“ პეპ გვარდიოლას დაჟინებული მოთხოვნით შეიძინა და ესპანელი სპეციალისტის მოლოდინი სრულად გაამართლა.
სამხრეთამერიკელმა კარის დაჯარმა „მანჩესტერ სიტის“ მაისურით დღემდე 194 თამაში ჩაატარა. მას „ბენფიკას“ გარდა, „რიუ ავეში“ უთამაშია, ბრაზილიის ნაკრებში კი 16-ჯერ აქვს ნათამაშები.