ფეხბურთი

13:21 | 31.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ვესტ ჰემი“ ტალიაფიკოს შეუთანხმდა

„აიაქსის“ არგენტინელი მცველი, ნიკოლას ტალიაფიკო, კარიერას, დიდი ალბათობთ, ინგლისურ „ვესტ ჰემში“ გააგრძელებს - გვამცნობს DeTelegraaf.

წყაროს ინფორმაციით, „ჩაქუჩებმა“ 28 წლის ფეხბურთელთან ტრანსფერის თაობაზე უკვე მოილაპარაკეს. თუმცა, ოფიციალურად ხელშეკრულების გაფორმებას ტალიაფიკოს არგენტინის ნაკრებში ყოფნა აყოვნებს.

არგენტინელებს უახლოეს დღეებში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ელით, სტუმრად ვენესუელასთან (2 სექტემბერს) და ბრაზილიასთან (5 სექტემბერს), ასევე შინ ბოლივიასთან (9 სექტემბერს).

გასულ სეზონში ტალიაფიკომ „აიაქსის“ მაისურით 40 მატჩი გამართა, 1 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. პორტალი ტრანსფერმარკტი, მას 22 მილიონ ევროდ აფასებს.

0.116084