ფეხბურთი

10:49 | 31.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო კინაღამ უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელი გახდა

უკრაინის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, ანდრეი შევჩენკო, კინაღამ უზბეკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა - გვამცნობს «Профутбол.»

საქმე ის არის, რომ უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციამ განიხილა შევჩენკოს კანდიდატურა და ოფიციალური წინადადების შეთავაზებას აპირებდა, როცა მოულოდნელად, ძალიან სწრფად მოელაპარაკა სლოვენიელ სპეციალისტს, სრეჩკო კატანეცს, რომელიც მანამდე ერაყის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ შევჩენკო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უკრაინის ნაკრებს თავკაცობდა და ევრო 2020-ის შემდეგ დატოვა პოსტი.

0.121125