ფეხბურთი

23:33 | 30.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" კილიან მბაპეს ტრანსფერზე უარი თქვა, თუმცა დროებით

მადრიდის „რეალმა“ „პარი სენ ჟერმენთან“ მოლაპარაკებები შეწყვიტა და კილიან მბაპეს დამატებას მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში აღარ ეცდება. ინფორმაციას ფრანგული პრესა ავრცელებს.

RMC Sport-ი იტყობინება, რომ მადრიდელებმა მას შემდეგ, რაც გაკეთებულ წინადადებაზე ფრანგებისგან პასუხი ვერ მიიღო. „სამეფო კლუბი“ მბაპეში 170 მილიონ ევროს იხდიდა და 10 მილიონ ევროს ბონუსის სახითაც უმატებდა, თუმცა, პარიზელებმა ეს შეთავაზება უპასუხოდ დატოვეს.

თუმცა, ფრანგული მედია იმასაც დასძენს, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს სიტუაციის შეცვლა გამორიცხული არ არის და შესაბამისად, არ გამორიცხავენ, რომ მადრიდელებმა კიდევ ერთხელ სცადონ კილიანის გაფორმება.

აღსანიშნავია, რომ ფრანგ შემტევს კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და იმასაც ვარაუდობენ, რომ „რეალი“ იანვარში ეცდება წინასწარი კონტრაქტის გაფორმებას. მოკლედ, შესაძლოა, ტრანსფერი ახლა არა, მაგრამ რამდენიმე თვეში მაინც შედგეს.

შეგახსენებთ, კილიან მბაპე პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონი მან დიდებულად დაიწყო და ოთხ მატჩში 4 გოლი გაიტანა.

0.12946