თურქული „ტრაბზონსპორი“ „დინამო ბათუმის“ მცველის, ირაკლი აზაროვის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. ადგილობრივი მედია ამის შესახებ ძალზე აქტიურად წერს.
როგორც Fanatik-ი იტყობინება, ტრაბზონელები აზაროვში 400 ათას ევროს იხდიან, ხოლო ბათუმელები ჯერ კიდევ 1 მილიონ ევროს ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ წყაროს თანახმად, თავიდან ზღვისპირელებმა 1.200 მილიონი ევრო მოითხოვეს, მაგრამ ახლა ნიჭიერ ფეხბურთელს ფასი დააკლეს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ „ტრაბზონსპორის“ გარდა, აზაროვით სხვა ევროპული კლუბებიც ინტერესდებიან.
19 წლის ფეხბურთელი ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის ემზადება.