„მანჩესტერ სიტიმ“ რუბენ დიაშს ახალი კონტრაქტი გაუფორმა და პორტუგალიელი ფეხბურთელი „ეტიჰად სთედიუმზე“ 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება. ინფორმაცია „ქალაქელთა“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
რუბენ დიაში „მანჩესტერ სიტიმ“ 2020 წელს ლისაბონის „ბენფიკადან“ შეიძინა და მას შემდეგ 54 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
პორტუგალიელს „ბენფიკაში“ 137 თამაში აქვს ჩატარებული და თავი 12-ჯერ გამოიჩინა, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში რუბენმა 32 შეხვედრაში მეტოქეები ორჯერ დაამწუხრა.