სხვა

14:40 | 29.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკ ძალოსანთა 28 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

ქართველ ძალოსანთა ტრიუმფით დასრულდა პოლონეთის ქალაქ ჩეხანოვში გამართული ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი.

ჩვენმა სპორტსმენებმა ისტორიული შედეგი აჩვენეს და 28 მედალი მოიპოვეს - 16 ოქრო, 7 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. ორჭიდში მათი გამარჯვების აღსანიშნავად პოლონეთში ხუთჯერ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი. ვაჟთა შორის ორჭიდში ევროპის ჩემპიონები გახდნენ გიგა ოდიკაძე (49 კგ, U17), ლევან ოჩიგავა (73 კგ, U15) და გურამ ვეკუა (96 კგ, U17). გოგონათა შორის ასეთივე წარმატებას მიაღწიეს ოქროს მედლები დაისაკუთრეს მარიამ მურღვლიანმა (81 კგ, U15) და ნათია გადელიამ (81კგ, U17).

ასევე ორჭიდში ვერცხლის მედლები მიიღეს რევაზ მილდიანმა (55კგ, U15), გოგა ჯაჯვანმა (61 კგ, U15) და ნიკოლოზ ესართიამ (73 კგ, U17), ბრინჯაოსი - საბა ადამიამ (81კგ, U15). ცალკეულ დისციპლინებში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები გახდნენ ლერი ნეფარიძე (55 კგ, U15) და ირაკლი ვეკუა (+102 კგ, U15).

GEONOC.ORG.GE

თეგებიძალოსნობა
0.112946