ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC-ში ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა. მისი მეტოქე ბრაზილიელი ედსონ ბარბოზა იყო, რომელიც ჩვენებურმა სამ რაუნდიან ბრძოლაში ნოკაუტით დაამარცხა.ეს კი ჭიკაძის ზედიზედ მესამე მოგებული შეხვედრა იყო ამ სტილში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს დაპირისპირება შერეული საბრძოლო ორთაბრძოლების მთავარ ღონისძიებად იყო მონათლული და აქამდე მთავარ ორთაბრძოლაში არცერთ ქართველ სპორტსმენს უჩხუბია.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის სპორტსმენს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ხოლო UFC-ში ზედიზედ 7 ბრძოლა აქვს მოგებული.
მან ბრძოლის დასრულების შემდგომ მაქს ჰოლოვეი გამოიწვია.