პრემიერლიგის მე-3 ტურის მატჩში, „ასტონ ვილამ“ „ბრენტფორდს“ უმასპინძლა (1:1). ანგარიში მე-7 წუთზე ბრენტფორდელმა აივენ ტონიმ გახსნა. ამრიგად, 25 წლის შემტევი, უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა.
ახლა მას ინგლისის ოთხ მთავარ დივიზიონში აქვს გოლი გატანილი: პრემიერლიგაში, ჩემპიონშიფში, ლიგა 1 და ლიგა 2-ში.
ტონი „ბრენტფორდში“ 2020 წლის 1 სექტემბერს გადავიდა „პიტერბოროდან“ 5,6 მილიონ ევროდ.