ფეხბურთი

16:50 | 28.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ მბაპეს საქმეზე ულტიმატუმი წაუყენა

„რეალმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ მბაპეს ტრანსფერის თაობაზე ულტიმატუმი წაუყენა - გვამცნობს Le Parisien. მადრიდელებმა პარიზელებს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს, სადაც წერია, რომ თუ მოლაპარაკება კვირას, 29 აგვისტოს საღამომდე არ დასრულდა, ისინი ტრანსფერზე მუშაობას შეწყვეტენ. მათ მიაჩნიათ, რომ ფრანგები განგებ აჭიანურებენ დროს.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მა უკვე მადრიდელთა ორი წინადადება უარყო მბაპეს თაობაზე. მეორედ „რეალი“ 22 წლის ფრანგში 170 მილიონ ევროს იხდიდა, პლუს 10 მილიონი ბონუსები. ახლა პარიზელები მესამე წინადადებას ელიან.

პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ კი მიუნიშნა, რომ მბაპეს 200 მილიონ ევროზე ნაკლებ არ გაყიდიან. სწორედ ამდენი გადაუხადეს ფეხბურთელში მათ 2018 წლის ზაფხულში „მონაკოს.“

0.112714