ფეხბურთი

3:15 | 28.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

AS მამარდაშვილის თამაშზე: "მის კართან შექმნილ მომენტებს მშვიდად გაუმკლავდა"

„ვალენსია“ – „ალავესის“ მატჩის შემდეგ ცნობილმა ესპანურმა გამოცემა As-მა „ლოს ჩეს“ ფეხბურთელების თამაში შეაფასა. მათ შორის, რა თქმა უნდა, გიორგი მამარდაშვილისაც, რომელმაც კარი მშრალად შეინახა.

„ამჯერად მის კართან ნაკლები საფრთხე იყო, ვიდრე წინა შეხვედრებში, მაგრამ მშვიდად გაუმკლავდა იმ მომენტებს, რომელიც შეიქმნა. ჯერ გუიდეტის დარტყმა აიღო და შემდეგ მაიზგას თავური“, - წერს As-ი.

შეგახსენებთ, 20 წლის ქართველს ლა ლიგის სამ ტურში ერთადერთი გოლი აქვს გაშვებული და ორჯერ კარი მშრალად შეინახა - ბრწყინვალე შედეგია. ამას თუ დავუმატებთ, რომ მანამდე ოთხი ამხანაგური მატჩიდან სამჯერ შეინახა კარი მშრალად, სტატისტიკა უფრო შთამბეჭდავი ხდება.

„ვალენსიამ“ „ალავესს“ ძალიან იოლად მოუგო დანიელ ვასის, კარლოს სოლერისა და გონსალო გედეშის გოლებით (3:0). ხოსე ბორდალასის გუნდს 7 ქულა აქვს და ამ დროისთვის ლიდერია. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის მერე, 12 სექტემბერს, სტუმრად „ოსასუნასთან“ ჩაატარებენ.

0.112439