„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი გამორიცხა. ამის შესახებ მან ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ გააკეთა კომენტარი.
„ამაზე არც კი გვიფიქრია, ეს გამორიცხულია“, - თქვა მოკლედ ალ-ხელაიფიმ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსის“ დატოვება სურს და ყველაზე აქტიურად „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ, თუმცა პსჟ-ს შესახებაც არის საუბარი.